ყვითელი ამბები

რატომ ჩამოშორდა ოჯახს დიანა ღურწკაია – მომღერალი სოციალურ ქსელში წერს

მოსკოვში მოღვაწე ცნობილი მომღერალი სოციალურ ქსელში სევდიან ტექსტს ავრცელებს, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ მომღერალი განმარტოებით ცხოვრობს.
Sputnik

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. რუსეთში მოღვაწე ქართული წარმოშობის მომღერალი დიანა ღურწკაია სოციალურ ქსელში კორონავისურის პანდემიას ეხმაურება და საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

მომღერლის თქმით, მოსკოვი ჩვეული ცხოვრების რეჟიმს უბრუნდება და ეს ახარებს, რადგან კარანტინის პერიოდში მეგობრებთან და ოჯახთან ერთად ყოფნა მოენატრა, რომლებსაც პანდემიამ დააშორა.

დიანა ღურწკაია დაბადებით უსინათლოა, რომელმაც, ამის მიუხედავად, ბევრს მიაღწია სცენაზე. მან დაარწმუნა მუსიკის პედაგოგები, რომ ფორტეპიანოზე დაკვრას შეძლებდა, ხოლო 10 წლის ასაკში მისი დებიუტი შედგა ფილარმონიის სცენაზე, სადაც ირმა სოხაძესთან ერთად იმღერა.

მომღერალი ცდილობს, ფართო დიზაინის სათვალე ატაროს, რომელიც კარგად ფარავს მის სახეს. ვარსკვლავმა მოახერხა ღირსეულად გადაეტანა თავისი ავადმყოფობა. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად იგი შეიძლება ნაზი და სუსტი მოგეჩვენოთ, სინამდვილეში დიანა ძლიერი ბუნების ნატურაა.

სხვათა შორის, დიანა ყოველთვის არ მალავს საკუთარ თვალებს. ინტერნეტში ძალიან ბევრია ვარსკვლავის ბავშვობის ფოტო. ცოტა ხნის წინ კომპოზიტორ ვიქტორ დრობიშის სიმღერაზე კლიპიც გადაიღო, რომელშიც, პირველად მთელი შემოქმედების მანძილზე, სათვალის გარეშე მონაწილეობს. დიანა ღურწკაიას ორი ვაჟი ჰყავს და მეუღლესთან – პიოტრ კუჩერენკოსთან თავს ბედნიერად გრძნობს.