COVID-19 - ბოლო ცნობები

ბელარუსში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 70 ათასს აღწევს

ქვეყანაში ერთ დღე-ღამეში ინფიცირების 149 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ხუთი ადამიანი, ხოლო პანდემიის დაწყებიდან - 627
Sputnik

თბილისი, 20 აგვისტო - Sputnik. ბელარუსში პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსით ინფიცირების თითქმის 70 ათასი შემთხვევა გამოვლინდა, იუწყება Sputnik-ბელარუსი.

„COVID-19-ზე დადებითი ტესტით რეგისტრირებულია 69 950 ადამიანი“, - განაცხადეს ჯანდაცვის სამინისტროში.

გამოჯანმრთელდა 67 929 პაციენტი.

„ინფექციის გავრცელების პერიოდში ქვეყნის ტერიტორიაზე გარდაიცვალა კორონავირუსის ინფექციის მქონე 627 პაციენტი, რომელთაც რიგი ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდათ“, - აღნიშნეს უწყებაში.

საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის გამოსავლენად 1,4 მილიონზე მეტი ტესტი გაკეთდა.