ყვითელი ამბები

„მონაზვნებს ბავშვს არ ვატანდი...“ – რატომ დასჭირდა ანუკი არეშიძეს ფსიქოთერაპევტი

ცნობილმა დიზაინერმა აღიარა, რომ ფსიქოთერაპიაზე იარა. რა გახდა ამის მიზეზი და რატომ იყო ცუდად, ანუკი არეშიძემ მარი ნაკანთან ისაუბრა.
Sputnik

თბილისის მერის კახა კალაძის მეუღლემ, დიზაინერმა ანუკი არეშიძემ ფოტოგრაფ მარი ნაკანის „instagram ლაივში“ მშობიარობის შემდგომ დეპრესიაზე ისაუბრა, რომელიც ქალების უმეტესობას აწუხებს. ანუკი არეშიძის თქმით, არასდროს ამბობს რა სწყინს, გულში იგროვებს წყენას და ამის გამო ფსიქოთერაპიაზეც კი იარა.

„მეოთხე ბავშვის მერე ალბათ ბევრ ქალბატონს ჰქონია მშობიარობის შემდგომი სტრესი, ოღონდ ეს როგორი სტრესი იყო, იცით? ვერ აგიხსნით. ყველაფერზე ვტიროდი, ვნერვიულობდი. ბავშვს ერთი ღამე ძიძასთან არ დაუძინია. მოხდა ისე, რომ მილანში წავედი და თავს ამის გამო დამნაშავედ ვგრძნობდი. მე სადაც ვიმშობიარე, ეს იყო მარიამ ღვთისმშობლის სამშობიარო და იქ იყვნენ მონაზვნები და მაკვირდებოდნენ, ბავშვს არ ვატანდი არავის. რომ ჩამოვედი, ჩემმა მეგობარმა მითხრა, ფსიქოთერაპიაზე მევლო და ამან ძალიან მიშველა, სამ თვეში გავმაგრდი“, – ამბობს დიზაინერი.

მისი თქმით, სტრესი ძალიან მოქმედებს ქალებზე. ფსიქოთერაპევტმა ურჩია, რომ წყენა არ დაიგროვოს, რადგან 40 წლის ასაკიდან რა დაავადებებიც ქალებს უჩნდებათ, ყველაფერი ეს არის დაგროვილი წყენები, ნერვიულობა და სტრესი.

„ეს ყველაფერი უნდა გამოვუშვათ და ვეცადოთ ყოველთვის, რომ ვიყოთ ლამაზად, ჩვენი თავი მოგვწონდეს, მუდამ გავცეთ დადებითი ენერგია და ის მუდამ უკან ბრუნდება“, – განაცხადა ანუკი არეშიძემ.

თბილისის მერს კახა კალაძეს და ცნობილ დიზაინერს ანუკი არეშიძეს გუშინ ქორწინების 12 წლის იუბილე ჰქონდათ. შარშან ამ დროს წყვილმა ქორწინება ეკლესიურადაც დააკანონა და გრემში ჯვარი დაიწერა. ჯვრისწერის შემდეგ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ კახა კალაძის და ანუკი არეშიძის უმცროსი შვილები მონათლა.

წყვილმა ერთმანეთი მილანში 2008 წელს გაიცნო და მათ 2013 წელს იქორწინეს. ოჯახში პატარა ნიკოლას გარდა, რომელიც 2018 წლის შემოდგომაზე დაიბადა, კიდევ სამი ბიჭი იზრდება – 12 წლის ლევანი, 7 წლის კახაბერი და 5 წლის ვაჩე.