კორონავირუსი საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

გამოჯანმრთელდა 1098 ადამიანი, გარდაიცვალა – 17, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7235, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 302 პაციენტია.
Sputnik

თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში ათით გაიზარდა და 1361-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 1098 ადამიანი, გარდაცვლილია – 17, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7235, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 302 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.