COVID-19 - ბოლო ცნობები

კორონავირუსი მსოფლიოში – 19 აგვისტოს მონაცემები

გასულ დღე-ღამეში მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 200 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოავლინეს, გარდაიცვალა 4 ათასზე მეტი ადამიანი.
Sputnik

თბილისი, 19 აგვისტო – Sputnik. მთელ მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 19 აგვისტოს დილისთვის 21 756 357 ადამიანი შეადგინა, გარდაიცვალა 771 635, ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ვებ-გვერდზე.

ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში – 11 667 196 ადამიანი, მას მოსდევს ევროპა – 3 796 590. ბოლო დღე-ღამეში მსოფლიოში კორონავირუსის 206 440 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 4 473 ადამიანი.

ჯანმომ COVID-19-ით დაინფიცირების შესახებ ერთ-ერთი პოპულარული მითი დაანგრია

ამავე დროს, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, გამოვლენილია კორონავირუსის 22 059 933 შემთხვევა და გარდაცვლილია 779 557  ადამიანი.

საქართველოში, ბოლო ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულია 1361 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1098, გარდაიცვალა 17 პაციენტი.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ჯანმომ კორონავირუსის პანდემიის შესახებ 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.