ჯაფარიძე: მე სააკაშვილისაც მეშინია, ბოკერიასიც მეშინია, საკუთარი თავისაც მეშინია

„ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე საუბრობს, რატომაა აუცილებელი ქვეყანაში სისტემის შეცვლა.
Sputnik
ჯაფარიძე: მე სააკაშვილისაც მეშინია, ბოკერიასიც მეშინია, საკუთარი თავისაც მეშინია
„სახელმწიფოს ბევრი ფუნქცია არის მოსაცილებელი, ამდენი მინისტრი არ არის საჭირო. რეფორმებზე შეთანხმება არის აუცილებელი. ჩვენ ისე უნდა შევცვალოთ სისტემა, და ეს პირველ რიგში ეხება მართლმსაჯულების სისტემას და ძალოვან სტრუქტურებს, რომ არავინ არ იყოს საშიში, პერსონებზე არ იყოს ეს დამოკიდებული. მე პირადად არავის არ ვენდობი, ყველასი მეშინია“, – ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.

მისი თქმით, ამ სისტემას შეუძლია ნებისმიერი ადამიანი მოირგოს, როგორც ახალი პატრონი და გააგრძელოს ფუნქციონირება, ისე, როგორც ახლა ფუნქციონირებს, ხოლო თუ სისტემა შეიცვლება, ვინც არ უნდა იყოს მთავრობის მეთაური, ის საშიში ვეღარ იქნება.