ახალმთვარეობა 19 აგვისტოს – განსაკუთრებული მოვლენა: რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა

ახალმთვარეობა ქალწულის ნიშანში განსაკუთრებული ასტროლოგიური მოვლენაა, რომელიც მრავალ შესაძლებლობას ხსნის საკუთარი თავის შეცნობისა და გარდაქმნისთვის
Sputnik

ახალმთვარეობა ქალწულის ნიშანში წინა პლანზე წამოწევს ისეთ თემებს, როგორიცაა საკუთარ თავზე მუშაობა, ალტრუიზმი, ქაოსის მოწესრიგება, გონებისა და სულის გაწმენდა, ანალიზი, თვითგანვითარება და ადამიანების მსახურება.

ენერგიის მძლავრი ნაკადი სულიერი სფეროსკენ იქნება მიმართული. 19 აგვისტოს ეს გავლენა ძალზე ჰარმონიული იქნება. ბევრი შეძლებს პირად საკითხებში გარკვევასა და მათ გადაჭრას ისე, რომ არ შეეხება საკუთარ ეგოს. ასეთი შინაგანი კორექტივების შემდეგ ცხოვრება შეიძლება მნიშვნელოვნად შეიცვალოს.

როგორ მოქმედებებს ახალმთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებზე

მთავარი ამ დღეს ისაა, რომ სწორად განაწილდეს აქცენტები.

რისი გაკეთება შეიძლება 19 აგვისტოს

ახალი მიზნების დასახვა. უშუალოდ ამ დღეს ასტროლოგები ახალი საქმის დაწყებას არ გვირჩევენ, რადგან ენერგეტიკა საკმაოდ არასტაბილური იქნება, თუმცა მიზნებისა და გზის დაგეგმვა ძალიან სასარგებლო აღმოჩნდება. ამასთან, მთვარე  ქალწულის ნიშანში დაგვეხმარება, რომ ყურადღემა მივაქციოთ მთავარს და არ გამოგვეპაროს დეტალები.

კარმული ვალის დაბრუნება. მთავარ მიზნებზე უარის თქმა, სულიერი მოთხოვნების იგნორირება, საკუთარი ვალდებულებების შესრულების სურვილის არქონა და კარმული დანიშნულების გზით სვლა ავტომატურად გარდაიქმნება კარმულ ვალად, რაც 19 აგვისტოს განსაკუთრებით მძლავრად შეგვახსენებს თავს. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მრავალი კარმული ვალი თავისით „უქმდება“, თუ სწორად, პატიოსნად და ღირსეულად ვიცხოვრებთ და ბევრ კეთილ საქმეს გავაკეთებთ.

ვინ იყავით წინა ცხოვრებაში, ანუ რას გვიამბობს ზოდიაქოს ნიშანი თქვენს კარმაზე

ახლობლების დახმარება.ქალწული ადამიანთა მსახურების ნიშანია, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს მიცემული დაპირებები და ისინი დროულად შევასრულოთ. ასეთ დღეს ურთიერთდახმარება და მხარდაჭერა ერთ მუშტად შეკრავს ოჯახს და მომავალში სერიოზულ პრობლემებს აგვარიდებს.

სახლის მოწესრიგება.ენერგეტიკაზე და ფიქრების მოწესრიგებაზე ძალზე დადებითად იმოქმედებს სახლის დალაგება, ავეჯის გადაადგილება, კოსმეტიკური რემონტი, ძველი და უსარგებლო ნივთების გადაყრა.

რისი გაკეთება არ შეიძლება 19 აგვისტოს

დესტრუქციული აზრები და პირქუში განწყობა. ახალმთვარეობა ცვალებადი ენერგეტიკის დღეა და ეს განწყობასა და მსოფლაღქმაზე მოქმედებს. არ ღირს გარე ან შინაგან ნეგატივზე აყოლა. ეცადეთ, დილიდანვე პოზიტიურად განეწყოთ.

როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე

გაჭირვებულების დახმარებაზე უარის თქმა. ქალწული ასეთ დამოკიდებულებას ადამიანების მიმართ ვერ აიტანს, უფრო მეტიც, ასეთ შემთხვევაში მას უსიამოვნებების გამოგზავნაც შეუძლია ჩვენთვის.

საკუთარი თავის შეცვლის სურვილის არქონა. თუ პრობლემებისგან გსურთ გათავისუფლება, მაშინ გაცნობიერებულად უნდა დაიწყოთ შეცვლოა უკეთესობისკენ: გათავისუფლდით თუნდაც ერთი მავნე ჩვევისგან. თუ მუდამ ერთნაირად იფიქრებთ და იმოქმედებთ, შედეგიც ერთნაირი იქნება.

როგორ მოქმედებს ყველაზე მისტიკური ფაზა - სავსემთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებზე>>

პროკრასტინაცია, ანუ მნიშვნელოვანი საქმეების გადადება. ახალი საქმეებისგან თავშეკავება ნამდვილად ღირს, მაგრამ მნიშვნელოვანი საქმის ან ვალდებულების გადადება სხვა დროისთვის ნამდვილად არას გვარგებს. საჭიროა სასწრაფოდ გასაკეთებელი საქმეების სიის შედგენა.