თბილისი, 19 აგვისტო - Sputnik. უჩვეულო წვიმა, კაკაოს ფხვნილის ფანტელების სახით, შვეიცარიის ქალაქ ოლტენში წამოვიდა.
ადგილობრივ გამოცემა Oltner Tagblatt-ს უცნაური ნალექის ფოტოსურათი ქალაქის მცხოვრებმა გაუზიარა. როგორც კადრებზე ჩანს, ყავისფერი წვეთები მის ავტომობილს ფიფქებივით ედება.
როგორც აღმოჩნდა, „შოკოლადის წვიმის“ მიზეზი Lindt & Sprüngli ქარხნის სავენტილაციო სისტემის გაფუჭება გახდა. კაკაოს ფანტელები ჰაერში მოხვდა და ძლიერი ქარის გამო ოლტენში გავრცელდა.
გამოცემას პრობლემა ფაბრიკის პრესსამსახურმაც დაუდასტურა. საწარმოში დააზუსტეს, რომ წვრილი კაკაოს ფანტელები ადამიანებისა და გარემოსთვის უსაფრთხოა.
მეტიც, ქარხნის წარმომადგენლებმა შესთავაზეს ქალაქს სწრაფად აღმოფხვრან შედეგები და მანქანები შოკოლადისგან გარეცხონ.