ყვითელი ამბები

„10 წლით გაახალგაზრდავდი...“ – ნინო ჩხეიძემ იმიჯი ისე შეიცვალა, მისი ცნობა გაგიჭირდებათ

ყველასთვის საყვარელი მომღერალი იმიჯს იშვიათად იცვლის. ახლა ნინომ რადიკალური ზომები მიიღო. ნახეთ, როგორ გამოიყურება მომღერალი.
Sputnik

ნინო ჩხეიძე ახალი ვარცხნილობით საუცხოოდ გამოიყურება. ელეგანტურ მომღერალს სტილის და იმიჯის შეცვლა ნაკლებად სჩვევია. მას ხშირად კლასიკური სამოსი აცვია და თმა მუდამ შავად აქვს შეღებილი. ცოტა ხნის წინ კი „ინსტაგრამზე“ ახალი ფოტო დადო, სადაც თმა აქვს შეღებილი.

აშკარაა, რომ წითელი თმა მომღერალს ძალიან უხდება. „გიხდებათ“, „პატარა შეხედულება მოგცათ“, „10 წლით გაახალგაზრდავდით“ – უწერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები მომღერალს.

View this post on Instagram

A post shared by NINO CHKHEIDZE (@ninochkheidze_official) on

ყველასთვის საყვარელი მომღერალი და სხვადასხვა შოუების ჟიურის წევრი ნინო ჩხეიძე აქტუალობას წლების მანძილზე არ კარგავს. მისი სიმღერები თბილისის ქუჩებში ჟღერს. მუსიკოსი ახალი ჰიტებით ერთგულ მსმენელს ხშირად ანებივრებს. მისი პროდიუსერი და მეუღლე გიორგი კორახაშვილია, რომელიც ნინოს კარიერის დაწყებისას ძალიან ეხმარებოდა.

მოდური, ტრენდული და მუდამ მომღიმარი არტისტი ახლა ქმრისგან შორს ცხოვრობს. მიუხედავად მათ შორის არსებული დიდი მანძილისა, გიორგისა და ნინოს ურთიერთობა არ დანგრეულა. პირიქით, კილომეტრები წყვილს აახლოებს, ნინოს კი ახალ შესაძლებლობას აძლევს, ქმარი სხვადასხვა ქვეყნებში შვილთან ერთად მოინახულოს და ახალი ქალაქი გაიცნოს. ასე რამდენიმე წელია გრძელდება. თვიდან თვემდე გიორგი კორახაშვილი ნინო ჩხეიძეს კონტრაქტებს უფორმებს. მომღერალი კი კორპორატიულ საღამოებსა თუ გრანდიოზულ ქორწილებზე გამოსასვლელად ქალიშვილთან ერთად მიემგზავრება. ამის მეშვეობით ოჯახი დროებით ერთიანდება. ნინო ქმართან გადაღებულ ფოტოებს იშვიათად აქვეყნებს.