COVID-19 - ბოლო ცნობები

როდის შეიძლება ადამიანი კორონავირუსით ხელმეორედ დაინფიცირდეს – ექიმის განმარტება

აღმოჩნდა, რომ ადამიანთა უმეტესობაში ანტისხეულების დონე ძალიან სწრაფად ეცემა მას შემდეგ, რაც მათ ვირუსული ინფექცია გადაიტანეს და გამოჯანმრთელდნენ.
Sputnik

თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. ახალი ტიპის კორონავირუსით რეინფიცირება შეიძლება ორი-სამი თვის შემდეგ მოხდეს, ამის შესახებ რადიოსადგურ Говорит Москва-ს ეთერში ექიმმა იმუნოლოგმა ნიკოლაი კრიუჩკომ ისაუბრა.  

სპეციალისტის თქმით, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ორგანიზმში ანტისხეულების მაღალი დონე.

კორონავირუსი მსოფლიოში – 18 აგვისტოს მონაცემები

„უამრავ ადამიანში ანტისხეულების დონე ძალიან სწრაფად იკლებს ავადმყოფობის შემდეგ. ორი ან სამი თვე გადის და ანტისხეულების დონე ძალიან ქვეითდება. ჯერჯერობით უცნობია, რასთან არის ეს დაკავშირებული“, – განაცხადა კრიუჩკომ.

ექიმმა ასევე აღნიშნა, რომ ადამიანთა უმეტესობაში ანტისხეულები საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში რჩება. „კორონავირუსი არსად წასულა, ინფიცირება აბსოლუტურად შესაძლებელია“, – განაცხადა მან.

ჯანმოს უახლესი მონაცემებით, მთელ მსოფლიოში ახალი კოროვირუსით ინფიცირებულთა რეგისტრირებული შემთხვევების მთლიანი რაოდენობა 18 აგვისტოს დილის მონაცემებით 21 549 706 ადამიანია, გარდაიცვალა 767 158. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი COVID-19-ის პანდემია 11 მარტს გამოაცხადა.