COVID-19 - ბოლო ცნობები

კორონავირუსი მსოფლიოში – 18 აგვისტოს მონაცემები

გასულ დღე-ღამეში მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 250 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოავლინეს, გარდაიცვალა 5 ათასზე მეტი ადამიანი.
Sputnik

თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. მთელ მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 18 აგვისტოს დილისთვის 21 549 706 ადამიანი შეადგინა, გარდაიცვალა 767 158, ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ვებ-გვერდზე.

ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში – 11 561 554 ადამიანი, მას მოსდევს ევროპა – 3 779 672. ბოლო დღე-ღამეში მსოფლიოში კორონავირუსის 250 285 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 5 345 ადამიანი.

ცდები ადამიანებზე: რუსეთში კორონავირუსის მეორე ვაქცინას ცდიან

ამავე დროს, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, გამოვლენილია კორონავირუსის 21 815 984 შემთხვევა და გარდაცვლილია 772 826 ადამიანი.

საქართველოში, ბოლო ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულია 1351 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1092, გარდაიცვალა 17 პაციენტი.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ჯანმომ კორონავირუსის პანდემიის შესახებ 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.