COVID-19 - ბოლო ცნობები

„კოლექტიური იმუნიტეტი არ გვიშველის“ – ჯანმო განმარტავს

როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში განმარტავენ, დღეისათვის მსოფლიოს მოსახლეობამ ვერ მიაღწია იმუნიტეტის იმ დონეს, რაც ვირუსის შეჩერების საშუალებას მოგვცემს.
Sputnik

თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. კოლექტიური იმუნიტეტი უძლურია ახალი კოროვირუსული ინფექციის COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, ამიტომ ვირუსის გავრცელების შეზღუდვის მიზნით საჭიროა ზომების მიღება.

ამის შესახებ ბრიფინგზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ჯანდაცვის სფეროში საგანგებო სიტუაციების პროგრამის დირექტორმა მაიკლ რაიანმა განაცხადა.

კორონავირუსი მსოფლიოში – 18 აგვისტოს მონაცემები

„ამ ეტაპზე ჩვენ, გლობალურმა მოსახლეობამ, ჯერ კიდევ ვერ მივაღწიეთ იმუნიტეტის იმ დონეს, რომელიც ამ დაავადების შეჩერების საშუალებას მოგვცემდა. ჩვენ ფოკუსირება უნდა მოვახდინოთ იმაზე, რაც აუცილებელია ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად, არ უნდა ვიცხოვროთ იმ იმედით, რომ კოლექტიური იმუნიტეტი ჩვენი ხსნა იქნება. ახლა ეს არ არის გამოსავალი“, – თქვა რაიანმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი ტიპის კორონავირუსის COVID-19-ის აფეთქებას პანდემია 11 მარტს უწოდა.

ჯანმოს უახლესი მონაცემებით, მთელ მსოფლიოში ახალი კოროვირუსით ინფიცირებულთა რეგისტრირებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ 18 აგვისტოს დილით 21 732 472 ადამიანი შეადგინა, გარდაიცვალა 770 866 ადამიანი.