კორონავირუსით ინფიცირებულ 10 ახალ პაციენტს შორის ორის დაინფიცირების წყარო უცნობია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია კორონავირუსით ინფიცირებულ ახალ პაციენტებზე საუბრობს.
Sputnik
კორონავირუსით ინფიცირებულ 10 ახალ პაციენტს შორის ორის დაინფიცირების წყარო უცნობია
„დაგვემატა 10 ახალი დადასტურებული შემთხვევა და არის 1351. ათი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი პაციენტის წყარო არის (სვანეთის სოფელი) ლენჯერი, ერთი პაციენტის წყარო – ქობულეთი, ბარი „ჰავანა“. ერთი პაციენტის წყარო დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია. ოთხი შემოტანილი შემთხვევაა, აქედან ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, ერთი ინფიცირებული სამედიცინო პერსონალია, ორი ინფიცირებულის წყაროს დასადგენად კონტაქტების მოძიება გრძელდება", – განაცხადა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას განმარტებით, კოვიდ-ცენტრებში ამჟამად სულ 256 კორონავირუსით ინფიცირებული მკურნალობს. აქედან ექვსი პაციენტი კვლავ კრიტიკულ მდგომარეობაშია.