„როგორ მიგვატოვე...“ – „ბაუჰაუსის“ გარდაცვლილი თანამშრომლის დეიდის უმძიმესი პოსტი

ბარ „ბაუჰაუსიდან“ გაუჩინარებული ბაია ბერუაშვილის და გიორგი შალამბერიძის ცხედრები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა მტკვარში 17 აგვისტოს, ძებნიდან მესამე დღეს იპოვეს.
Sputnik

თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. ბარ „ბაუჰაუსის“ გარდაცვლილი თანამშრომლის ბაია ბერუაშვილის დეიდა მარინე მარგველაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

 

როგორც ქალი წერს, გოგონას დაღუპვა ოჯახისთვის უმძიმესი დარტყმაა.

მტკვარში მეორე ცხედარიც იპოვეს – ვიდეო

ბარ „ბაუჰაუსიდან“ გაუჩინარებული ბაია ბერუაშვილის და გიორგი შალამბერიძის ცხედრები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა მდინარე მტკვარში 17 აგვისტოს, ძებნიდან მესამე დღეს იპოვეს.

ორი ადამიანის დაკარგვის შესახებ შეტყობინება პოლიციაში 15 აგვისტოს, 21:00 საათზე შევიდა.

დაკარგვის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით.

მანამდე ბარის ადმინისტრაციამ თანამშრომლების დაკარგვასთან დაკავშირებით ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა.