თბილისის „დინამო“ – „ტირანა“: უეფას ჩემპიონთა ლიგის მატჩის პროგნოზი

Sputnik-საქართველოს სპორტული მიმომხილველი აკეთებს პროგნოზს უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩზე თბილისის „დინამოსა“ და ალბანეთის „ტირანას“ შორის
Sputnik

2020/2021 სეზონის უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო მატჩში თბილისის „დინამო“ თავის მოედანზე უმასპინძლებს ალბანეთის უძლიერეს კლუბს - „ტირანას“. COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების გამო უეფაში მიიღეს გადაწყვეტილება ჩაატარონ თითო მატჩი და არა ორ-ორი, როგორც ეს ყოველთვის იყო. გამოდის, რომ შეცდომის უფლება არც ერთ გუნდს არ აქვს.

მომავალ თამაშში ბუკმეკერები მნიშვნელოვან უპირატესობას მასპინძლებს ანიჭებენ. „დინამოს“ მოგებაზე შეგიძლიათ დადოთ 1,8 ფსონი, მაშინ, როდესაც სტუმრების წარმატება ფასდება კოეფიციენტით 5,0. ასეთი სხვაობა იმით აიხსნება, რომ საქართველოში ჩემპიონატის შუაგულია - კლუბებმა ახლახან დაასრულეს პირველი წრის მატჩები. ალბანეთში კი ფეხბურთის თამაში ჯერ არ დაუწყიათ. შესაბამისად, თბილისის გუნდი უფრო შეთამაშებულია.

დასახელდა ქართული კლუბების მეტოქე გუნდები უეფას ევროპის ლიგაში

თუ ვისაუბრებთ „დინამოს“ შედეგებზე ეროვნულ ლიგაში, ბოლო ტურში ჩხეტიანის აღსაზრდელებმა ჩემპიონატის შუა რგოლის გუნდ „თელავთან“ შეხვედრა ფრედ - 0:0 დაასრულეს. მანამდე დედაქალაქის კლუბს ჰქონდა ზედიზედ სამი გამარჯვების სერია, საიდანაც ყველაზე შესამჩნევი იყო „სამტრედიასთან“ მოგება – 4:0.

რაც შეეხება „ტირანას“, ბოლო ოფიციალური მატჩი გუნდმა აგვისტოს დასაწყისში ჩაატარა და ქვეყნის თასის ფინალში „ტეუტესთან“ 0:2 წააგო. თუ მხოლოდ ამ მონაცემებს დავეყრდნობით, რა თქმა უნდა, დინამოელები მომავალი დაპირისპირების ფავორიტები არიან.

პროგნოზში ფრთხილი ვიქნები. რა თქმა უნდა, შემიძლია გირჩიოთ დადოთ „დინამოს“ წმინდა მოგებაზე, მაგრამ მეტოქე იმდენად არაპროგნოზირებადია, რომ ამ ვარიანტზე თავს შევიკავებდი. შევჩერდები უფრო მოკრძალებულ პოზიციაზე - მასპინძლის მოგება ერთ ტაიმში მაინც. მართალია, ფსონი არც ისე დიდია, მაგრამ თითქმის გარანტირებულია.

ფსონი: „დინამო“ მოიგებს ერთ ტაიმში მაინც – 1,4.