ურეკში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ორი დღის წინ ორი ახალგაზრდა ზღვაში საცურაოდ შევიდა. ერთ-ერთის გადარჩენა მოხერხდა, მეორე კი ზღვაში გაუჩინარდა.
Sputnik

თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. ორდღიანი ძებნის შემდეგ ურეკში მაშველებმა დაკარგული ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს, აცნობეს „Sputnik–საქართველოს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ტურისტულ სეზონზე მაშველებმა ზღვაზე 180–მდე მოქალაქე გადაარჩინეს

უწყების ინფორმაციით, ცხედარი კვირას, გვიან ღამით აღმოაჩინეს.

ახალგაზრდის ძებნაში მონაწილეობდა 17 მაშველი, ოთხი მყვინთავი, ექვსი კატარღა და დრონი.

უბედური შემთხვევა 15 აგვისტოს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ზღვაში ორი ახალგაზრდა შევიდა. ისინი ბიძაშვილები იყვნენ.

მაშველებმა ერთის გადარჩენა მოახერხეს, მეორე კი ზღვაში გაუჩინარდა.

მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დამხრჩვალი ახალგაზრდა ნასვამი იყო.