ყვითელი ამბები

ბერა და ნანუკა ცნობილი სერიალების გმირების ტანისამოსში – პოპულარული ვიდეო

ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე საქართველოში ერთ-ერთი პოპულარული წყვილია. ნახეთ მათი ძალიან პოპულარული ვიდეო.
Sputnik

ცოტა ხნის წინ ცნობილმა წყვილმა კიდევ ერთი ვიდეო შემოგვთავაზა. ვიდეოში ნანუკა და ბერა სხვადასხვა ცნობილი სერიალების მთავარ პერსონაჟებს ანსახიერებენ. მათ მოირგეს ჯონ სნოუს და დეინერისის იმიჯი სერიალიდან „სამეფო კარის თამაშები“, ასევე განასახიერეს პერსონაჟები სერიალ Friends-დან, Peaky Blinders-დან და სხვ. ვიდეო კი იწყება სათაურით: „რას ჩავიცვამდით, სერიალის გმირები რომ ვყოფილიყავით?“

სოციალური პლატფორმა განსაკუთრებით აქტუალური კორონავირუსის პანდემიისას გახდა. მუსიკოსმა ბერა ივანიშვილმა და მისმა მეუღლემ ნანუკა გუდავაძემ გადაწყვიტეს არ ჩამორჩნენ მოდას და სახალისო ვიდეოებით გაანებივრონ მაყურებელი. წყვილი „ფეისბუქის“ მხოლოდ მნიშვნელოვანი განცხადებების გასაკეთებლად გამოყენებას გეგმავს.

​ვიდეოებში მათი ვაჟი ბერუკაც ხშირად მონაწილეობს, რომელიც ცნობილ წყვილს 2019 წლის ნოემბერში შეეძინა და უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს სოციალურ ქსელებში. ისინი ორი წლის წინ დაქორწინდნენ და ერთ-ერთ პოპულარულ წყვილად ითვლებიან საქართველოში. ცოტა ხნის წინ ბერამ ახალი ოჯახური ფოტოები გამოაქვეყნა. როგორც ჩანს, ოჯახი გადაღებებს დიდ დროს უთმობს.