მაშველებმა მტკვარში ცხედარი იპოვეს

ვარაუდობენ, რომ გარდაცვლილი ორი დღის წინ გაუჩინარებული ბარის თანამშრომლებიდან ერთ-ერთია, თუმცა ამ ეტაპზე ისიც უცნობია, გარდაცვლილი ქალია თუ მამაკაცი.
Sputnik

თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. მაშველებმა რამდენიმე წუთის წინ მტკვარში ცხედარი იპოვეს, გარდაცვლილი, სავარაუდოდ, „ბაუჰაუსის" ერთ-ერთი თანამშრომელია, იუწყება „რუსთავი2“. 

მყვინთავებმა ცხედარი მტკვარში იმ ადგილთან ახლოს იპოვეს, სადაც ბარი მდებარეობს.

გარდაცვლილის იდენტიფიცირება ჯერჯერობით არ მომხდარა. ამ ეტაპზე ისიც უცნობია, გარდაცვლილი ქალია თუ მამაკაცი.

ბარის ორი თანამშრომელი – გიორგი შალამბერიძე და ბაია ბერუაშვილი ორი დღის წინ გაუჩინარდნენ.