ეზუგბაია: კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევიდან ორის ინფიცირების წყარო უცნობია
© Sputnik
„გუშინ ქვეყანაში იყო 1336 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა ხუთი ახალი შემთხვევა და ამჟამად არის 1341 დადასტურებული შემთხვევა. ხუთი ახალი შემთხვევიდან ორი არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, ერთი – შემოტანილი, „იმპორტირებულია“, ხოლო ორ შემთხვევაზე გრძელდება კონტაქტების მოძიება წყაროს დადგენის თვალსაზრისით. გამოჯანმრთელებულების რიცხვი გაგვეზარდა მხოლოდ ოთხით და ამჟამად რაოდენობა 1092-ს შეადგენს“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მარინა ეზუგბაიას განმარტებით, 1 აგვისტოდან დღემდე ჯამში 17-ია იმ პაციენტების რიცხვი, რომელთა ინფიცირების წყაროც უცნობი იყო.