მთვარის კალენდარი: 17 აგვისტო – რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა

გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.
Sputnik

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

  • 17 აგვისტო, ორშაბათი. ამ დღეს მთვარე მართავს. კლებადი მთვარე ლომის ნიშანშია.

შემოქმედებითი აღმასვლის დროა. იღვიძებს ოპტიმიზმი, თავდაჯერებულობა, მჭევრმეტყველება, საბრძოლო სულისკვეთება, უმჯობესდება განწყობა.

როგორ მოქმედებებს ახალმთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებზე

არის ენერგიით აღსავსე დღე, ამიტომ მისი ხელიდან გაშვება არ შეიძლება – იდეალურია პრეზენტაციების, კულტურული, სპორტული თუ სხვა სახის ღონიძიებების გამართვისთვის.

კარგი დღეა სასიყვარულო ურთიერთობებისთვის. „ერთი ნახვით შეყვარება" ყველაზე ხშირად სწორედ ლომის ნიშანში ხდება. ხელსაყრელი დღეა სექსუალური ურთიერთობების, ფლირტისთვის.

რეკომენდებულია ბიზნეს–საქმიანობა, მუშაობა, ახალი საქმეების დაწყება, ფულთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრა, მნიშვნელოვან დოკუმენტებზე ხელმოწერა, სიმშვიდის შენარჩუნება, მეცნიერებისა და ხელოვნების მფარველობა, ახლობლების მოსმენა, სულიერი ზრდა, საკუთარი წარმატებებისა და მიღწევების საიდუმლოდ შენახვა.

არარეკომენდებულია გადაღლა, დაძაბვა, აჩქარება საქმეებში და სიზარმაცე.

როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე

კარგი დღეა მოგზაურობის დაწყებისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა:ძალზე წარმატებული და იღბლიანი დღეა იმისთვის, რომ სალონს ეწვიოთ. ამ დღეს კარგი იქნება თმის შეღებვაც და დახვევაც, მათ შორის, ქიმიური.

მანიკურის გაკეთებაც შეიძლება, მაგრამ ამ საქმის მიმართ შემოქმედებითი დამოკიდებულება უპრიანი იქნება.

მებაღეობა:მთვარე ლომის ნიშანშია. შეიძლება მწვანილეულისა და სამკურნალო მცენარეების გამოშრობა. კარგი დღეებია ზამთრის მარაგის გასაკეთებლად კომპოტებისა და კონსერვების სახით.

მთვარის კალენდარი მებაღეებისთვის: 2020 წლის აგვისტო>>

შეიძლება ხმელი ტოტების მოშორება ხეებისა და ბუჩქებისთვის, ნესტიან ადგილებში დათესვა მარცვლოვნების, ბალახის დათესვა გაზონებზე, იმ ხილისა და ბოსტნეულის დათესვა–დარგვა, რომლებსაც სინოტივე არ უყვართ. ასევე კარგი დღეა მოწყვისთვის, მავნებლებთან ბრძოლისთვის.