COVID-19 - ბოლო ცნობები

კორონავირუსი მსოფლიოში – 17 აგვისტოს მონაცემები

ინფიცირებულთა რაოდენობა მსოფლიოში იზრდება. მხოლოდ გასულ დღე-ღამეში COVID-19-ით დაინფიცირდა 234 002 და გარდაიცვალა 5 232 ადამიანი.
Sputnik

თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. მთელ მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 17 აგვისტოს დილისთვის 21 260 760 ადამიანი შეადგინა, გარდაიცვალა 761 018, ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ვებ-გვერდზე.

ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში – 11 420 860 ადამიანი, მას მოსდევს ევროპა – 3 733 065. ბოლო დღე-ღამეში მსოფლიოში კორონავირუსის 234 002 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 5 232 ადამიანი.

მეცნიერებმა კორონავირუსსა და რეზუს-ფაქტორს შორის კავშირი დაადგინეს

ამავე დროს, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, გამოვლენილია კორონავირუსის 21 613 706 შემთხვევა და გარდაცვლილია 774 296 ადამიანი.

საქართველოში, ბოლო ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულია 1341 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1092, გარდაიცვალა 17 პაციენტი.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ჯანმომ კორონავირუსის პანდემიის შესახებ 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.