ყვითელი ამბები

ნოემ და ჯანეტმა ქალიშვილის სახე გამოაჩინეს – ვის ჰგავს და როგორ გამოიყურება პატარა ანა?

მაღალი ინტერესის გამო და დიდი მოლოდინის შემდეგ პოპულარულმა პროდიუსერმა პატარა ანა სულაბერიძის საზოგადოებისთვის გაცნობა გადაწყვიტა. პატარა ფერიას თვალს ვერ მოწყვეტთ.
Sputnik

ყველასათვის ცნობილმა წყვილმა ქალიშვილის გაქრისტიანების შემდეგ მისი სახის გამოჩენა გადაწყვიტა. ნოემ და ჯანეტმა უსაყვარლესი გოგონას ნათლობის შეუდარებელი ფოტოსურათები Instagram-ის ოფიციალურ გვერდებზე განათავსეს. სულ რამდენიმე საათში ანა სულაბერიძე ცნობილი მშობლებივით „გავარსკვლავდა“. გოგონამ მთელი სოციალური სივრცე მოიცვა, რამაც ნოესა და ჯანეტის ოფიციალურ გვერდზე ნახვების რაოდენობა მაღალ ნიშნულამდე აიყვანა. უფრო ხშირად მოდელ ჯანეტ ქერდიყოშვილს 3 ათასზე მეტი მოწონება აქვს ხოლმე, მაგრამ პატარა ანა სულაბერიძის ფოტომ 18 ათასზე მეტი მოწონება დაიმსახურა. ახლა ყველა გოგონას ციცქნა სახის ნაკვთებსა და ცისფერ თვალებს განიხილავს. 8 თვის ანამ მშობლების სილამაზე დაჩრდილა. პატარა ფერიას ჯანეტის ძმას ჯეკო ქერდიყოშვილს ამსგავსებენ. თავად შეადარეთ – ვის ჰგავს გაქრისტიანებული გოგონა?

წყვილი შვილთან ერთად ფოტოს ხშირად აქვეყნებდა, თუმცა ბავშვის სახეს ამ დრომდე საგულდაგულოდ მალავდა, ისევე, როგორც ტენდენციას აყოლილი სხვა ვარსკვლავები. გოგონას სილამაზემ სრულიად ინტერნეტ-მომხმარებელი აღაფრთოვანა. ფოტომ ათასობით მოწონება და უამრავი კომენტარი უკვე დაიმსახურა. მშობლებმა კი სოციალური ქსელის „ფოლოვერებსა“ და მეგობრებს გამოკითხვა მოუწყეს – ვის ჰგავს: დედას თუ მამას? ულამაზესმა მოდელმა ჯანეტმა თავის მხრივ ფოტოს დამაინტრიგებელი წარწერა დაურთო: „მე მქვია ანნა, დღეიდან ეს ჩემი Instagram-გვერდია“.

ჯანეტი და ნოე ერთობლივად და ცალ-ცალკე დიდი პოპულარობით სარგებლობენ. ცნობილი პროდიუსერი და რეიტინგული გადაცემის ავტორი, უმშვენიერესი მოდელი და დიზაინერი ჯანეტ ქერდიყოშვილი შეუდარებლად გამოიყურებიან. მათი სიყვარულის ისტორია სწრაფად განვითარდა და გრანდიოზული ქორწილით დაგვირგვინდა. წყვილს ქალიშვილი 28 იანვარს გაუჩნდა. როგორც პატარა ანას მშობლები იხსენებენ, სახელის შერჩევას დიდი დრო დაუთმეს, თუმცა გადაწყვეტილება მოკრძალებულ სახელ ანაზე შეაჩერეს. შოუბიზნესის მოყვარულებისთვის ცნობილია, რომ ტელესახესა და „პრაიმშოუს“ ავტორს უფროსი ვაჟი და ქალიშვილი სხვადასხვა მეუღლეებისგან და ორი ქორწინებიდან ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ უფროს ვაჟსა და შუათანა გოგონას მხოლოდ მამა აერთიანებთ, თინეიჯერები ძალიან მეგობრობენ. პატარა დის დაბადების შემდეგ მათ მამასთან ერთად ოჯახის ახალ წევრს მიაკითხეს. მამას დახმარებით ბავშვებმა ჯანეტთან ერთად ანა სახლში წაიყვანეს, საიდანაც ნოემ გულწრფელი ემოციებით დატვირთული ფოტო გაასაჯაროვა.

ანა სულაბერიძის ნათლობის საღამოს ერთ-ერთ უზარმაზარ რესტორანში ქართველმა ვარსკვლავებმა მოიყარეს თავი. მათ შორის ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „პრაიმშოუს“ წამყვანებმა. მომღერლებმა და მსახიობებმა კი ნათლობაზე რამდენიმე ჰიტი ერთად შეასრულეს და საღამო გაალამაზეს. ჯანეტმა ნათლობისთვის მორთული ინტერიერის დიზაინის ფოტოები გამოაქვეყნა, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა.

თბილისში ნოესა და ჯანეტ ქერდიყოშვილის წყვილზე ყველა საუბრობს. პროდიუსერის მორიგი დაოჯახება მეგობრებისთვის დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა. საქმიანი და გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად ნოე და ჯანეტი დროს ერთად ხშირად ატარებენ. გარდა ამისა, მოდელი „პრაიმშოუს“ გადაღებებს ფეხმძიმობის პერიოდში აქტიურად ესწრებოდა. სწორედ ამ გადაცემაში გაუმხილა ქმარს ბავშვის სქესი.