მარტვილში არარეგისტრირებული ხის სახერხი საამქრო გამოავლინეს

მოქალაქეს საცხოვრებელი სახლის ეზოში სახერხი საამქრო, წიწვოვანი და ფოთლოვანი 14 მორი და 5 კუბურ მეტრამდე ფიცარი აღმოაჩნდა
Sputnik

თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში, არარეგისტრირებული ლენტური ტიპის სახერხი საამქრო გამოავლინეს, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მოქალაქეს საცხოვრებელი სახლის ეზოში სახერხი საამქრო, წიწვოვანი და ფოთლოვანი 14 მორი და 5 კუბურ მეტრამდე ფიცარი აღმოაჩნდა.

 „გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სახერხი დანადგარი დალუქეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიგზავნა.