ყვითელი ამბები

მარიტა ჯანაშია ჯეჯი გომელაურთან დაშორების შემდეგ ცნობილ მომღერალს ხვდება? - ფოტოები

წარმატებული მოდელის და მსახიობისა და პოეტის ნიკო გომელაურის ვაჟის ჯეჯის სიყვარული შვიდი წელი გრძელდებოდა. ყვითელ პრესაში ისიც კი დაიბეჭდა, თითქოს მარიტა და ჯეჯი დაქორწინდნენ, თუმცა ინფორმაცია ცრუ გამოდგა.
Sputnik

მსახიობ ნიკო გომელაურისა და ეკა ნიჟარაძის ვაჟი ჯეჯი და მოდელი, თემო გოცაძისა და მარინა ჯანაშიას შვილიშვილი მარიტა ჯანაშია ერთმანეთს შვიდწლიანი ურთიერთობის შემდეგ რამდენიმე თვის წინ დაშორდნენ, მედიაში კი ეს ამბავი 2020 წლის თებერვალში გამჟღავნდა, როდესაც მოდელმა დაშორების შესახებ ჟურნალ „გზასთან“ ისაუბრა.

როგორც აღმოჩნდა, წყვილის დაშორების ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ ამდენი ხნის მანძილზე მათი ერთად მარტო ცხოვრება ვერ მოხერხდა. მარიტა ამბობდა, რომ შერიგებას არც ერთი არ ფიქრობს.  როგორც ცნობილია, მარიტას და ჯეჯის სიყვარული მეგობრობიდან დაიწყო. ისინი თეატრალურ უნივერსიტეტში ჯგუფელები იყვნენ.

მანამდე მარიტა ცნობილი ფოტოგრაფის ლაშა ღუღუნიშვილის შეყვარებული იყო. წყვილი 2013 წელს დაშორდა. მათი ურთიერთობა რამდენიმე წელს ითვლიდა. ამჟამად მარიტა მთლიანად კარიერაზეა გადართული. ცოტა ხნის წინ გადაიღეს ინტერაქტიულ კინო-თამაშში „არენა“. მოდელი POSTV-ს დილის გადაცემის ერთ-ერთი წამყვანიცაა, სადაც მასთან ერთად ცნობილი მომღერალი თემო საჯაიაცაა წამყვანი. ყვითელ პრესაში მალევე აგორდა ჭორი მათი სიყვარულის შესახებ, რასაც თან სოციალურ ქსელში მათი ერთობლივი, საკმაოდ რომანტიკული ფოტოებიც დაერთო.

ჟურნალ „თბილისელებთან“ თემო საჯაიამ ამაზე საუბარი არ ისურვა და ეს იმით ახსნა, რომ პირად ცხოვრებაზე საუბარი და, მით უმეტეს, ჭორებზე კომენტარის კეთება არ უყვარს. რაც შეეხება მარიტასთან ურთიერთობას, ისინი ახლო მეგობრები არიან. „თუ ჩვენზე ჭორები დადის, კარგია, ესე იგი საინტერესო ადამიანები ვართ. ზოგადად კი ამ თემაზე და ჭორებზე საუბარი არ მსურს. მაგრამ თუ გაინტერესებთ, პირად ცხოვრებაში მიმართლებს“, - განაცხადა მომღერალმა.

მას შემდეგ, რაც თემო საჯაია ხუთწლიანი ურთიერთობის შემდეგ ბალერინა ნინა სამადაშვილს დაშორდა, რომელზე დაქორწინებასაც კი აპირებდა, თემო საჯაიას გული, როგორც ჩანს, თავისუფალია, ამიტომ თავისუფლად შეიძლება იმის დაშვება, რომ მარიტა ჯანაშიასა და თემო საჯაიას წყვილს შორის მეგობრობაზე უფრო მეტი ხდება, თუმცა სანამ ამას თავად არ დაადასტურებენ, ჩვენ ისღა დაგვრჩენია, მათ დაველოდოთ და ბედნიერება ვუსურვოთ.