გიორგი ნაზღაიძე: „ისე მოხდა, რომ ჩემთვის მკვლელობის „შეტენვა“ უნდოდათ“
© Sputnik
„როცა თურქეთიდან დავბრუნდი, გადავწყვიტე, რომ მიმტანობა დამეწყო. მერე რა, რომ ცნობადი სახე ვიყავი და ბევრი მცნობდა. სამაგიეროდ შეიძლებოდა, რომ ჩემთვის უფრო ბევრი „ჩაი“ დაეტოვებინათ. თან იმ დროს ბიჭი-მიმტანები უცხო ხილი იყო.“- ამბობს გიორგი ნაზღაიძე სატელევიზიო გადაცემაში.
გიორგი ნაზღაიძე იხსენებს: „ისე მოხდა, რომ ერთხელ ძველ მეგობართან მომიწია ჩხუბი, ხილის ასორტის თეფში ჩამარტყეს თავში და ოთხი ნაკერი მქონდა. იმ პერიოდში, 2019 წელს, საკმაოდ გახმაურებული ამბავი იყო: „სოხოში“ 19 წლის ბიჭი რომ მოკლეს. როცა განყოფილებაში მიმიყვანეს, ზურგით დამაყენეს და მოწმეს ჰკითხეს: ესაა მკვლელიო? იმან თქვა: კი, ეს არისო.“