თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. ქვემო ფონიჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, იუწყება პირველი არხი.
თბილისში ავტოავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა>>
შემთხვევა გვიან ღამიღ მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. ავტოავარიის შედეგად დაშავდა შვიდი ადამიანი. სამი საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაღუპულებს შორის ორი არასრულწლოვანია.
გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.