თეთრიწყაროს რაიონში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

სახის არეში დამწვრობა მიიღო სახლის მეპატრონემ, რომელსაც სასწრაფო დახმარების ჯგუფმა პირველადი დახმარება ადგილზე გაუწია
Sputnik

თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ დვალთაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტავენ, რომ ადგილზე მანგლისის განყოფილების სახანძრო-სამაშველო სამსახურის ორი ბრიგადა მუშაობდა.

ცეცხლი შეშის ღუმელიდან სახლში გავრცელდა. ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია. მეზობელ სახლებზე გადასვლის საშიშროება აღარ არის. სახის არეში დამწვრობა მიიღო სახლის მეპატრონემ, რომელსაც სასწრაფო დახმარების ჯგუფმა პირველადი დახმარება ადგილზე გაუწია.