მძღოლების საყურადღებოდ: თბილისში გზის მშენებლობის გამო მოძრაობის სქემა იცვლება

16 აგვისტოდან 10 ოქტომბრის ჩათვლით მარშალ გელოვანის გამზირზე მდებარე გადასასვლელი ხიდიდან გელოვანის გამზირის N4-ში მდებარე პროფესიულ კოლეჯ „იკაროსის“ შენობისკენ მისასვლელი გზა დაიკეტება
Sputnik

თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის გამო საავტომობილო მოძრაობა იზღუდება, იუწყება თბილისის მერია.

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ტრანსპორტის მოძრაობა ორი კვირით იზღუდება

უწყების ინფორმაციით, პროექტით განსაზღვრული სამუშაოებიდან გამომდინარე, 16 აგვისტოდან 10 ოქტომბრის ჩათვლით, მარშალ გელოვანის გამზირზე მდებარე გადასასვლელი ხიდიდან გელოვანის გამზირის N4-ში მდებარე პროფესიულ კოლეჯ „იკაროსის“ შენობისკენ და მიმდებარედ არსებულ დასახლებასთან მისასვლელი გზა დაიკეტება.

სამუშაოების წარმოების პერიოდში, აღნიშნულ ტერიტორიამდე მისვლა შესაძლებელი იქნება ახლად რეაბილიტირებული ბროწეულის ქუჩის გავლით, მარშალ გელოვანის გამზირის N8-სთან არსებულ ჰიპერმარკეტ „ბრიკორამასა“ და „აგროჰაბს“ შორის ამავალი გზით.