რუსეთში COVID-19-ის ვაქცინის წარმოება დაიწყო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ  რუსეთმა მსოფლიოში პირველმა დაარეგისტრირა პრეპარატი COVID-19-ის პროფილაქტიკისთვის.
Sputnik

 

თბილისი, 15 აგვისტო  — Sputnik.  რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის ვაქცინის წარმოების დაწყების შესახებ განაცხადა, იუწყება РИА Новости.  

ტიკარაძე რუსულ ვაქცინაზე: დაველოდებით კვლევებს და ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას

პრეპარატი გამალეის სახელობის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის კვლევის ეროვნული ცენტრის სპეციალისტებმა შეიმუშავეს.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ  რუსეთმა მსოფლიოში პირველმა დაარეგისტრირა პრეპარატი COVID-19-ის პროფილაქტიკისთვის. ვაქცინას ეწოდა „სპუტნიკ V“.

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროში ხაზი გაუსვეს, რომ პლატფორმა, რომელზეც ვაქცინა იქმნებოდა, აბსოლუტურად უსაფრთხოა და უკვე დაამტკიცა თავისი ეფექტურობა შემუშავებისას და სხვა წამლების დამზადებისას.  მოსალოდნელია, რომ ვაქცინაცია ორ ეტაპად ჩატარდება: თავიდან – კომპონენტი I–ით, სამი კვირის შემდეგ — კომპონენტი II–ით.

აღსანიშნავია, რომ უწყებაში უკვე დააანონსეს პრეპარატის პრეკლინიკური და კლინიკური კვლევების მონაცემების გამოქვეყნება. ჯანდაცვის მინისტრმა მიხაილ მურაშკომ განმარტა, რომ უცხოეთიდან კრიტიკა „არასრულ მონაცემებს“ უკავშირდება, და რომ ყველა შესაბამის ინფორმაციას არ ფლობს – „ვაქცინა შეიქმნა პლატფორმაზე, რომელზეც ექვსი პროდუქტი უკვე გაკეთდა“.