ცნობილი კარდიოლოგის და ტელეწამყვანის „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულმა ახალმა ფოტომ სოციალური ქსელის მომხმარებლები აღაფრთოვანა. როგორც მსახიობი ია ფარულავა წერს, „ძველი ნინო დაბრუნდა“, რაზეც კარდიოლოგმა ხუმრობით უპასუხა, რომ კარანტინის პერიოდში ამოჩემებული სპორტული სტილი „გადააგდო“ და ისევ მოდურად ჩაცმა გადაწყვიტა, რადგან მისმა გარდერობმა სპორტული სტილი „დაუწუნა“.
ბოლო დროს კარდიოლოგი ხშირად აქვეყნებდა ფოტოებს, სადაც უმაკიაჟოდ იყო და წერდა, რომ კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, მაკიაჟზეც უარი თქვა და ცნობილ ბრენდებზეც. ნინო ნადირაძე-კუზანოვაზე მოგახსენებთ, რომელიც ყოველთვის საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. ჰყავს ბევრი თაყვანისმცემელი, პაციენტებისთვის საყვარელი ექიმია და არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადაურჩენია, ხოლო მაყურებლისთვის დახვეწილი იუმორის მქონე არაჩვეულებრივი ქალბატონია. მას კარგი გემოვნება აქვს, მუდამ დახვეწილად აცვია და ძალიან უყვარს მოდური „ლუქებით“ სოციალურ ქსელში ახალ-ახალი ფოტოების გამოქვეყნება.
ნინო ნადირაძე-კუზანოვასა და მის მეუღლეს გუგა კუზანოვს შესანიშნავი სამსართულიანი სახლი აქვთ, რომელსაც ოთხი წელი აშენებდნენ. სახლს დიდი ეზო აქვს და სამ სართულზე სხვადასხვა ოთახებია განაწილებული. მისაღები და სამზარეულო, ასევე გუგას კაბინეტი პირველ სართულზეა. მეორე სართულზეა განთავსებული საძინებლები აბაზანებით. მესამე სართულზე ბარია, ასევე ნინოს დიდი საგარდერობო ოთახი. სახლს დიდი ტერასები აქვს, რომლებიც ჯერ არ არის ბოლომდე ათვისებული, ისევე, როგორც ეზო. ცოტა ხნის წინ ტელეწამყვანმა Instagram-ზე საგარდერობო ოთახის ვიდეო გამოაქვეყნა. სოციალური ქსელის მომხმარებლები მისი სიდიდით შოკირებული არიან.
კუზანოვების ოჯახის ყველაზე ხშირი სტუმარი მასმედია ხდება. კარდიოლოგი დიდი სიხარულით მასპინძლობს სხვადასხვა გადაცემებს და ტელეეკრანებზე ინტენსიურად ჩნდება.