მეტროსადგურ „ტექნიკურ უნივერსიტეტში“ დაკვამლიანებაა

თბილისის მეტროპოლიტენის პრესსამსახურის ინფორმაციით, საბურთალოს ხაზის ქვესადგურში დაზიანდა ელექტროაგრეგატი, რამაც გამოიწვია დაკვამლიანება გამოიწვია
Sputnik

თბილისი,15 აგვისტო - Sputnik. მეტროსადგურ „ტექნიკურ უნივერსიტეტში“ დაკვამლიანების გამო მოძრაობა დროებით შეფერხებულია, იუწყება პირველი არხი.

ახალი ფასადი და ვესტიბიული: თბილისში მეტროს სადგურები განახლდება

საბურთალოს ხაზი 18:53 საათზე დროებით დაიკეტა, მეტროს პირველი ხაზი ამ დროისთვის შეფერხების გარეშე მუშაობს.

გავრცელებული ინფორმაციით,  დაკვალიანება ვესტიბიულის ტექნიკურ ოთახში მოკლე ჩართვამ გამოიწვია.

„დაშავებული არავინაა, მგზავრები ამოვიყვანეთ, მოძრაობა დროებით შეჩერებულია. ადგილზე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს პერიმეტრის გადამოწმება“, – აცხადებენ  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

თბილისის მეტროპოლიტენის პრესსამსახურის ინფორმაციით, საბურთალოს ხაზის ქვესადგურში დაზიანდა ელექტროაგრეგატი, რამაც გამოიწვია დაკვამლიანება გამოიწვია.

ადგილზე სასწრაფო და სახანძრო სამაშველო ბრიგადები არიან მობილიზებული.