მესტია, კონტაქტები და მძღოლი: მონაცემები კორონავირუსის ახალი შემთხვევების შესახებ

ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ცხრავ პაციენტს ეპიდაფეთქების ზონაში მოგზაურობის ისტორია აქვს
Sputnik

თბილისი, 15 აგვისტო  — Sputnik.  ბოლო დღე–ღამეში გამოვლენილი 15 შემთხვევიდან, ცხრა მესტიას უკავშირდება, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან. 

კორონავირუსი საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

 „15 ახალი შემთხვევიდან ცხრა ეპიდემიოლოგიური აფეთქების ზონას უკავშირდება, ოთხი დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებია, ერთი კი სატვირთოს მძღოლია. კიდევ ერთი პაციენტის შემთხვევაში კი მიმდინარეობს ეპიდკვლევა კონტაქტებისა და წყაროს დადგენის მიზნით“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ამ კვირაში ეპიდაფეთქება მესტიაში დაფიქსირდა, რაიონის სოფლების ნაწილში კარანტინია გამოცხადებული.

216 პაციენტიდან, რომლებიც საქართველოში „კოვიდ–ცენტრებში“ მკურნალობენ, ექვსის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, მძიმე პაციენტების რაოდენობა კი 19–ს შეადგენს.

ამ დროისთვის კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 1088–ს მიაღწია, გარდაიცვალა 17. ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.