გიგი დედალამაზიშვილი: „მაშინ მივხვდი, რომ უგიტაროდ საერთოდ ვის უნდიხარ?!“

გიგი დედალამაზიშვილი იხსენებს თავის ბავშვობას და შემთხვევას, რის შემდეგაც გადაწყვიტა, რომ გიტარაზე დაკვრა ესწავლა.
Sputnik
გიგი დედალამაზიშვილი: „მაშინ მივხვდი, რომ უგიტაროდ საერთოდ ვის უნდიხარ?!“
„ბიჭებს არასოდეს გვინდოდა, რომ პოპულარული გავმხდარიყავით. კი, ძალიან გვიხაროდა, რომ ჩვენს ცხოვრებაში რაღაცეების ხდებოდა: ვიღაც ქუჩაში გვცნობდა, კონცერტებზე ხალხი გვემატებოდა, მაგრამ ეს არასოდეს მიგვიღია ისე, რომ ეგრეც უნდა ყოფილიყო“- ამბობს გიგი დედალამაზიშვილი სატელევიზიო გადაცემაში. 

გიგი დედალამაზიშვილი იხსენებს: „როცა 18 წლის გავხდი არ ვიცოდი რა უნდა მეკეთებინა. მშობლებმა მითხრეს, რომ ეკონომიური სამართალია კარგი და ხომ არ გინდა ჩააბაროო? რატომ არა, კარგი ფაკულტეტია მეთქი დავეთანხმე და ჩავაბარე ტექნიკურ უნივერსიტეტში.“