მსოფლიო დღეს

არა დესტრუქციულ ძალებს: რაზე ისაუბრეს პუტინმა და ლუკაშენკომ

ბელარუსის ლიდერმა აღუწერა პუტინს რეალური ვითარება, რომელიც რესპუბლიკაში არჩევნების შემდეგ შეიქმნა. პრეზიდენტებმა ერთხმად გამოთქვეს რწმენა იმისა, რომ შექმნილი პრობლემები მალე მოგვარდება
Sputnik

თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. დაუშვებელია, რომ მძიმე სიტუაციით ბელარუსში ისარგებლონ „დესტრუქციულმა ძალებმა“ - ამ დასკვნამდე მივიდნენ სატელეფონო საუბრის დროს რუსეთის და ბელარუსის პრეზიდენტები ვლადიმირ პუტინი და ალექსანდრ ლუკაშენკო.

პუტინმა და ლუკაშენკომ მინსკში რუსეთის მოქალაქეების დაკავების საკითხზე ისაუბრეს

საუბრის დეტალები, რომელიც მინსკის ინიციატივით შედგა, კრემლის პრესსამსახურმა გაასაჯაროვა.

ბელარუსის ლიდერმა ასევე აღუწერა პუტინს ვითარება ქვეყანაში, რომელიც არჩევნების შემდეგ შეიქმნა. საუბრის ბოლოს პრეზიდენტებმა ერთხმად გამოთქვეს რწმენა იმისა, რომ შექმნილი პრობლემები მალე მოგვარდება

„მთავარია, რომ ამ პრობლემებით არ ისარგებლონ დესტრუქციულმა ძალებმა, რომლებიც მიისწრაფვიან იმისკენ, რომ საკავშირო სახელმწიფოს ფარგლებში ორი ქვეყნის ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობა დააზიანონ“, - ნათქვამია განცხადებაში.

აღინიშნა, რომ პუტინმა და ლუკაშენკომ პოზიტიურად შეაფასეს ასევე ორი ქვეყნის „მჭიდრო თანამშრომლობა“ რუსეთში 32 მოქალაქის დაბრუნების კუთხით. მოქალაქეები ბელარუსში ივლისის ბოლოს დააკავეს.

სახელმწიფოს მეთაურებმა დაადასტურეს „სამოკავშირეო ურთიერთობების განმტკიცებისკენ მიმართული განწყობა, რაც სრულად პასუხობს რუსეთის და ბელარუსის მოძმე ერების ძირეულ ინტერესებს“, დაასკვნეს კრემლში.

აქციები საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ

საპრეზიდენტო არჩევნები ბელორუსში 9 აგვისტოს გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა 80.1%-მა ხმა მისცა ალექსანდრ ლუკაშენკოს, 10.12%-მა კი სვეტლანა ტიხანოვსკაიას.

ევროკავშირი ბელარუსის ხელმძღვანელობას სანქციებს  დაუწესებს

ოპოზიციამ ეს შედეგები არ აღიარა, ხოლო თავად ტიხანოვსკაია ლიეტუვაში გაემგზავრა. საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ რესპუბლიკაში მასშტაბური არასანქცირებული საპროტესტო აქციები დაიწყო. ძალოვანები სასტიკად შლიან ამ აქციებს, რა დროსაც იყენებენ ცრემლსადენ გაზს, წყლის ჭავლს, რეზინის ტყვიებს.

ოფიციალური მონაცემებით, დაკავებულია დაახლოებით 7 ათასი ადამიანი.

ბელარუსის შსს-ს მონაცემებით, არეულობების შედეგად დაშავდა ასობით ადამიანი, მათ შორის ძალოვანი უწყებების ასზე მეტი თანამშრომელი.

არის მსხვერპლიც: ერთ-ერთი მომიტინგე მაშინ დაიღუპა, როდესაც მილიციის თანამშრომლების მისამართით თვითნაკეთ ასაფეთქებელ მოწყობილობას ესროდა.