თბილისის მეტრომ მუშაობა განაახლა

შეფერხების მიზეზი გახდა დაკვამლიანება სადგურზე „ტექნიკური უნივერსიტეტი“, რომელიც სადგურის ტექნიკურ ოთახში მოკლე ჩართვამ გამოიწვია
Sputnik

თბილისი, 15 აგვისტო - Sputnik. თბილისის მეტროპოლიტენის მეორე ხაზზე ორსაათნახევრის განმავლობაში გაჩერებული მოძრაობა აღდგა, იუწყება პირველი არხი.

მეტროსადგურ „ტექნიკურ უნივერსიტეტში“ დაკვამლიანებაა

მატარებლების მოძრაობა 18:53 საათზე გაჩერდა. მიზეზი იყო დაკვამლიანება სადგურზე „ტექნიკური უნივერსიტეტი“, რომელიც სადგურის ტექნიკურ ოთახში ელექტროაგრეგატის დაზიანებით გამოწვეულმა მოკლე ჩართვამ გამოიწვია.

ამჟამად მატარებლების მოძრაობა ორივე ხაზზე შეუფერხებლად ხორციელდება.

დღეისათვის თბილისის მეტროპოლიტენში 23 სადგურია, რომლებიც ორ ხაზზეა განლაგებული - ახმეტელი-ვარკეთილისა და საბურთალოს ხაზებზე. მეტროს ხაზების საერთო სიგრძე 57 კმ-ია, ძირითადი ხაზის სიგრძე - 40 კილომეტრია, მეორე ხაზისა - 17 კმ.