თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. სოციალური ქსელი Instagram–ი ფეიკი აქაუნთების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით ახალი ზომების მიღებას გეგმავს – საეჭვო პროფილების მფლობელებს ამიერიდან პირადობის დამადასტურებელ მოწმობას მოთხოვენ.
როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, შეიძლება ეს იყოს პასპორტი, ბარათი ან პირადობის დამადასტურებელი ნებისმიერი ოფიციალური დოკუმენტი. დოკუმენტები აუცილებლად სახელმწიფო სტრუქტურების მიერ უნდა იყოს გაცემული და შეიცავდეს აქაუნთის მფლობელის ფოტოს. დაწვრილებით ინფორმაციას გაეცანით აქ.
„დღეიდან ჩვენ ვიწყებთ იმ ადამიანებისთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მოთხოვნას, ვისი აქაუნთიც პოტენციურად ყალბი შეიძლება იყოს. ანგარიშის მფლობელებისთვის საკუთარი პიროვნების დადასტურების მოთხოვნით, ჩვენ შევძლებთ ვითარების უკეთ გააანალიზებას – აქაუნთის მფლობელი თუ როდის ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს ხელმომწერები. ამით ჩვენ დავიცვათ ჩვენი კლიენტების უსაფრთხოებას“, – ნათქვამია Instagram–ის ოფიციალურ განცხადებაში.
საინტერესოა, იმ შემთხვევაში თუ პოტენციური ყალბი აქაუნთი ამ მოთხოვნაზე უარს იტყვის, მას გააუქმებენ, დაბლოკავენ თუ შეუზღუდავენ კონტენტის გავრცელების შესაძლებლობას.