მოსწავლეები სკოლებში პირბადეს არ გამოიყენებენ

უსაფრთხო სასწავლო გარემოსთვის რა წესების დაცვა მოუწევთ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს სკოლებში ახალ სასწავლო წელს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განმარტა.
Sputnik
მოსწავლეები სკოლებში პირბადეს არ გამოიყენებენ
„მთავარი პრინციპები უსაფრთხო სასკოლო გარემოსთვის არის პირბადეების გამოყენება შესაფერისი წესით, დისტანციის შენარჩუნება და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა. დისტანცია ერთი მეტრი – ეს არის მინიმალური უსაფრთხო დისტანცია, რომელიც სკოლაში აუცილებლად უნდა იქნას დაცული. პირბადის გამოყენება სასკოლო გარემოში სავალდებულო იქნება ყველა ვიზიტორისთვის, თანამშრომლისთვის, მასწავლებლებისთვის და სხვა პირებისთვის, გარდა მოსწავლეებისა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში მიმდინარე წლის 15 სექტემბერს განახლდება.