სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელიც მუსიკისა და დრამის თეატრში სპექტაკლის მიმდინარეობისას არის გადაღებული, თუმცა მნახველს უჭირს იმის გარჩევა, სოფო ნიჟარაძემ და გიორგი ვარდოსანიძემ სერიოზულად იჩხუბეს, თუ ეს სპექტაკლის ნაწილია.
ზურაბ ანტონოვის პიესაში „მზის დაბნელება საქართველოში“ მთავარ როლს სოფო ნიჟარაძე ასრულებს, რომელიც ცოტა ხნის წინ გარკვეული პერიოდით მიუზიკლში მომღერალმა ლიზა ყენიამ ჩაანაცვლა. პიესა „მზის დაბნელება საქართველოში“ საფუძვლად დაედო სპექტაკლს „შეყრა“, რომელიც მუსიკისა და დრამის თეატრის რეპერტუარში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს.
სოფოს პატრნიორობას სპექტაკლში მსახიობი გიორგი ვარდოსანიძე უწევს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ინტიმური სცენაა ასახული, სადაც ვარდოსანიძე სოფოს კოცნის, ეს უკანასკნელი კი მას ურჩევს, რეპეტიციაზე აღარ აკოცოს და სილას აწნის. სოციალური ქსელის მომხმარებლები ირწმუნებიან, რომ სცენა სპექტაკლის ნაწილია, თუმცა მომხმარებლების ნაწილს ამის დაჯერება უჭირს.