COVID-19 - ბოლო ცნობები

სურსათის სააგენტო: საქართველო ბრაზილიიდან ქათმის ხორცის იმპორტს ამ ეტაპზე არ შეზღუდავს

უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბრაზილიიდან ჩინეთში იმპორტირებულ ქათმის გაყინულ ფრთებში კორონავირუსი აღმოჩნდა.
Sputnik

თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. ბრაზილიიდან ჩინეთში იმპორტირებული ქათმის გაყინული ფრთებით ადამიანების კორონავირუსით ინფიცირების ფაქტები ამ ეტაპზე არ დასტურდება, იუწყება „პირველი არხი“.

სააგენტო „როიტერმა“ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრაზილიიდან ჩინეთში იმპორტირებულ ქათმის გაყინულ ფრთებში კორონავირუსი აღმოჩნდა.

„ჯაკომო", „კალვე", აჯიკა „აფხაზური": საშიში პროდუქცია მაღაზიის დახლებზე

როგორც საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტეს, გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთში შესაბამისმა სამსახურებმა ყველა ის პირი გამოიკვლია, რომლებსაც, შესაძლოა, გაყინული ქათმის აღნიშნულ პარტიასთან რამე კონტაქტი ჰქონოდა.

სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქართველოს ბრალიზილიიდან ქათმის ხორცის იმპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციებისგან შეტყობინება არ მიუღია.

„სურსათის ეროვნული სააგენტო ახალ კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს შესაბამის ორგანიზაციებთან და მუდმივად იღებს განახლებულ ინფორმაციებს“, – აცხადებენ უწყებაში.

საქართველოში სურსათის იმპორტი ხორციელდება ევროკავშირის მიერ აღიარებული საწარმოებიდან, ასევე იმ საწარმოებიდან, რომლებშიც სურსათის ეროვნულ სააგენტოს ჩატარებული აქვს ინსპექტირება და რომლებიც აკმაყოფილებენ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს, განმარტავენ სააგენტოში.