მსოფლიო დღეს

რუსეთი თუ დასავლეთი? რა გზას აირჩევს სომხეთი

რადიოწამყვანმა ორჯერ დაუსვა პროვოკაციული შეკითხვა სომხეთის პრემიერ-მინისტრს და ორჯერვე ერთი და იგივე პასუხი მიიღო.
Sputnik

თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. სომხეთი გააგრძელებს ყველა მხარესთან ურთიერთობების განვითარებას, განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, როდესაც უპასუხა სტივენ საკურას კითხვას, თუ რომელ გზას აირჩევს სომხეთი – რუსეთს თუ დასავლეთს.

„რუსეთი სომხეთის დიდი ხნის მოკავშირეა, ევროკავშირი მხარს უჭერს ჩვენს ქვეყანას იმ ძირითადი რეფორმების განხორციელებაში, რომელიც „ხავერდოვანი რევოლუციის“ შემდეგ დაიწყო“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა რადიო BBC World Service-ზე  Hardtalk-ის პროგრამის დროს.

ფაშინიანი: საქართველოსთან ურთიერთობების გაგრძელება სტრატეგიულ ჭრილში წარმოგვიდგენია

ფაშინიანმა განმარტა, რომ რუსეთი სომხეთის სტრატეგიული პარტნიორია ყველა სფეროში, კერძოდ, ეკონომიკასა და უსაფრთხოებაში, ევროკავშირთან კი სომხეთმა ხელი მოაწერა ყოვლისმომცველი და გაღრმავებული პარტნიორობის ხელშეკრულებას, ასე რომ, ქვეყანა აგრძელებს ურთიერთობების განვითარებას ყველა მხარესთან.

„მაგრამ თუ სომხეთი შეეცდება ნატოსთან ურთიერთობების გაძლიერებას, პრობლემები წარმოიქმნება, რადგან მას დაძაბული ურთიერთობა აქვს თურქეთთან. გარდა ამისა, შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა გაუარესდა ირანის მხარდაჭერის გამო. შტატებმა გთხოვათ ირანისთვის სანქციების დაწესება, მაგრამ თქვენ უარი განაცხადეთ“, – აღნიშნა, თავის მხრივ, საკურამ.

ფაშინიანი სომხური ტვირთების საქართველოს გავლით ტრანზიტში დაბრკოლებებს ვერ ხედავს>>

ამაზე ფაშინიანმა უპასუხა, რომ სომხეთსა და ირანს შორის ვაჭრობა და კარგი ურთიერთობები გაგრძელდება.

„ჩვენ შევეცდებით და გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ შეერთებულ შტატებთან ჩვენი ურთიერთობა განმტკიცდეს“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.