ქარელში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითად მოსიარულე ორი ადამიანი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი ადგილზე, მეორე კი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა
Sputnik

თბილისი, 14 აგვისტო - Sputnik. ქარელში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საქართველოს გზებზე დამონტაჟებული ჭკვიანი კამერები გათიშულია? - ექსპერიმენტის შედეგები

ავარია ქარელში, მარჯანიშვილის ქუჩაზე დღეს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურზე მყოფ ორ მამაკაცს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი ადგილზე, მეორე კი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.