დიდუბეში აფეთქება მოხდა

აფეთქების შედეგად დაშავდა ორი ადამიანი. საშუალო სიმძიმის დამწვრობით ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
Sputnik

თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. დიდუბეში აფეთქება მოხდა, რასაც მსხვერპლი, ხანძარი და ნგრევა არ მოჰყოლია, აცნობეს „Sputnik–საქართველოს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

უწყებაში აღნიშნეს, რომ აფეთქება ერთ-ერთ საცხობში მოხდა. საშუალო სიმძიმის დამწვრობა მიიღო ორმა თანამშრომელმა და ისინი უკვე გადაიყვანეს საავადმყოფოში.

ამჟამად ირკვევა მომხდარის მიზეზები, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.