ყვითელი ამბები

როგორ ატირებს რამაზ ნოზაძე ცოლს - ხატია სიჭინავა დუმილს არღვევს

აღმოჩნდა, რომ ხატია სიჭინავას აქვს ისეთი საიდუმლოებები, რაც საზოგადოებამ არ იცის. ყოფილმა ტელეწამყვანმა ამაზე საჯაროდ საუბარი გადაწყვიტა.
Sputnik

ყოფილი ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა „ინსტაგრამის“ მომხმარებლებს თამაშში იწვევს და მის შესახებ 10 უცნობ ფაქტს აქვეყნებს.

როგორც ხატია სიჭინავა წერს, სინამდვილეში მას მუქი თმა აქვს, იშვიათად იკეთებს მაკიაჟს, ორსულობის შემდეგ გახდომას რამდენიმე თვეს ანდომებს და ეს მისთვის სტრესულია, ეშინია თოთო ბავშვების მიუხედავად იმისა, რომ ოთხი შვილი ჰყავს, ხანდახან საკუთარი თავი ძალიან ეცოდება და მისმა მეუღლემ შეიძლება თავი ისე შეაცოდოს, რომ ამის გამო იტიროს.

ყოფილი ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა და რამაზ ნოზაძე ნანატრი ბიჭის მშობლები 11 მაისს გახდნენ. პატარა „ჯანმრთელობის სახლში“ საკეისრო კვეთის შედეგად მოევლინა სამყაროს. როგორც ხატიას „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებული ფოტოდან ირკვევა, ახალშობილს წყვილმა მიქაელ-გიორგი დაარქვა. რამაზ ნოზაძეს საგანგებო მდგომარეობის გამო შვილთან სამშობიაროში არ უშვებდნენ, ახლა კი, როგორც გამოქვეყნებული ფოტოებიდან ჩანს, ის სახლშია თავის დიდ ოჯახთან ერთად.

ჟურნალისტი ხატია სიჭინავა და სპორტსმენი რამაზ ნოზაძე აქამდე სამი ქალიშვილის მშობლები იყვნენ. ხატიას და რამაზს ქალიშვილების აღზრდაში ძიძა ეხმარებათ, თუმცა ხატია ბავშვებს ყურადღებას არასდროს აკლებს. ხატია საკუთარი ორსულობის ამბავს დიდხანს არ ამხელდა, თუმცა ბოლოს სოციალურ ქსელებში მუცელს აღარ მალავდა. ხატია სიჭინავა გათხოვების შემდეგ ნამდვილ ოჯახის ქალად გადაიქცა და მთელ დროს მხოლოდ მას უთმობს. ხატიას პირადი ბიზნესიც აქვს, თუმცა მისთვის წინა პლანზე ქმარ-შვილი და ოჯახის დანარჩენი წევრები არიან.

წყვილის სიყვარულის შესახებ საზოგადოებამ გადაცემა „პროფილიდან“ შეიტყო, როდესაც ორსულმა ხატიამ განაცხადა, რომ ორწლიანი რომანის შემდეგ შვილს რამაზ ნოზაძისგან ელოდებოდა, ბოროტი ენების გამო კი ისინი ერთად აღარ იყვნენ. თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ იყო ქორწილი და ახლა თბილისში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და ბედნიერ წყვილად ითვლებიან.