COVID-19 - ბოლო ცნობები

კორონავირუსი მსოფლიოში – 13 აგვისტოს მონაცემები

COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა მსოფლიოში იზრდება. მხოლოდ გასულ დღე-ღამეში დაინფიცირდა 214 985 ადამიანი, ხოლო 4 835 გარდაიცვალა.
Sputnik

თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. მთელ მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 13 აგვისტოს დილისთვის 20 162 474 ადამიანი შეადგინა, გარდაიცვალა 737 417, ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ვებ-გვერდზე.

როგორ შევამციროთ კორონავირუსით ინფიცირების რისკი: ნაპოვნია ყველაზე მარტივი ეფექტური ხერხი

ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში – 10 799 062 ადამიანი, მას მოსდევს ევროპა – 3 641 603. ბოლო დღე-ღამეში მსოფლიოში კორონავირუსის 214 985 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 4 835 ადამიანი.

ამავე დროს, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, გამოვლენილია კორონავირუსის 20 553 702 შემთხვევა და გარდაცვლილია 748 416 ადამიანი.

საქართველოში, ბოლო ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულია 1283 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1068, გარდაიცვალა 17 პაციენტი.

კორონავირუსი საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში>>

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ჯანმომ კორონავირუსის პანდემიის შესახებ 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.