თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. მეცნიერებმა შეძლეს რეზუს-ფაქტორსა და COVID-19-ით ინფიცირებას შორის კავშირის პოვნა, წერს გამოცემა „იზვესტია“ კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით.
სამეცნიერო პროექტზე მუშაობდნენ ბარსელონის უნივერსიტეტის (ესპანეთი) და კამპინასის უნივერსიტეტის (ბრაზილია) სპეციალისტები.
ერთად მათ დეტალურად შეისწავლეს კორონავირუსის ახალი ტიპის გავრცელება 100-ზე მეტ ქვეყანაში და დაადგინეს, რომ ინფიცირების რიცხვის ექსპონენტური მატება დამახასიათებელია იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებშიც უარყოფითი რეზუს-ფაქტორით ყველაზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.
მაგალითად, კორონავირუსის ძლიერი ეპიდემიის შემთხვევები დაფიქსირდა ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ავსტრალია, ავსტრია, ბრაზილია, ახალი ზელანდია, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია და აშშ. ექსპერტები ამ სიტუაციას ხსნიან იმით, რომ უარყოფითი რეზუს-ფაქტორის მქონე ნებისმიერი სისხლის ჯგუფის ადამიანებისთვის კორონავირუსით ინფიცირების ბევრად სწრაფი ტემპია დამახასიათებელი.
როგორც გამოცემა წერს, ავადობის ყველაზე მაღალი სიხშირე შეიძლება გამოწვეული იყოს რეზუს-ფაქტორსა და ორგანიზმის იმუნურ პასუხს შორის არსებული კავშირით.
კორონავირუსი მსოფლიოში – 13 აგვისტოს მონაცემები>>
საინტერესოა, რომ უფრო ადრე კარლოვის უნივერსიტეტის (ჩეხეთი) მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ასეთი ადამიანები უფრო ხშირად უჩივიან ალერგიულ, საჭმლის მომნელებელ, გულის, ჰემატოლოგიურ, იმუნურ და ნევროლოგიურ პრობლემებს. გარდა ამისა, ჩეხმა მკვლევარებმა დაამტკიცეს, რომ უარყოფითი რეზუს-ფაქტორის მქონე ადამიანებში გულ-სისხლძარღვთა, რესპირატორული და სხვა დაავადებების განვითარების უფრო მაღალი რისკი შეინიშნება.