გახარია: ავტომობილების განბაჟების ვადა 2021 წლის მარტამდე გადავადდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ავტომობილების განბაჟების გადავადებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ამ პერიოდში არც საურავების დარიცხვა მოხდება.
Sputnik
გახარია: ავტომობილების განბაჟების ვადა 2021 წლის მარტამდე გადავადდება
„ჩვენ რამდენჯერმე უკვე მოგვმართეს ავტოიმპორტიორებმა. ავტომობილების განბაჟება ერთხელ უკვე გადავავადეთ. ფისკალური წლის ინტერესებიდან გამომდინარე, ალბათ უმჯობესი იქნება, რომ გადავავადოთ 2021 წლის მარტამდე, რაც ნიშნავს იმას, რომ როგორც განბაჟება გადავადდება, ასევე საურავების დარიცხვა არ მოხდება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, ეს შეეხება დაახლოებით 24 ათას ავტომფლობელს და თანხაში გამოსახული ეს არის დაახლოებით 30 მილიონამდე შეღავათი.