ამაზონში კვლავ ხანძარია – ალმოდებული ტროპიკული ტყეები ფოტოებში

Sputnik

ამაზონის ტყეებში ხანძრის კერები დღეს უფრო მეტია, ვიდრე 2019 წლის ამავე პერიოდში, როდესაც ხანძარმა 1,86 მილიონ ჰექტარ ტყეზე მეტი გაანადგურა. ბრაზილიის კოსმოსური კვლევების ეროვნული ინსტიტუტის (INPE) მონაცემები იმაზე მეტყველებს, რომ ეს ბოლო 13 წლის განმავლობაში მაქსიმალური მაჩვენებელია.

ამაზონის ტყეებს „პლანეტის ფილტვებს“ უწოდებენ. მისი მოცულობა სამჯერ აღემატება ციმბირის ტაიგას. დაახლოებით 20% ჰაერისა, რომელსაც ჩვენ ვსუნთქავთ, სწორედ ამ ტყეების გამომუშავებულია. გარდა ამისა, ამაზონის ტყეები პლანეტაზე გამომუშავებული ნახშირორჟანგის 25%-ს შთანთქავს.

 

1 / 10
ხანძრების რაოდენობა ბრაზილიის ამაზონის ტყეებში 20%-ით გაიზარდა - ეს ბოლო 13 წლის განმავლობაში უმაღლესი მაჩვენებელია
2 / 10
ამაზონის ტყეების 60% ბრაზილიაში მდებარეობს, 13% - პერუში, 10% - კოლუმბიაში, დანარჩენი 17% გადანაწილებულია სამხრეთ ამერიკის სხვადასხვა ქვეყნებში
3 / 10
მიიჩნევა, ეს ტყეები ჩვენს ატმოსფეროში გამოყოფილი ნახშირორჟანგის 25%-ს შთანთქავენ
4 / 10
მაგრამ ხანძრის ჩაქრობა ვერც მეხანძრეებმა შეძლეს და ვერც წვიმამ
5 / 10
სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ტყეებს მხოლოდ შემოდგომის წვიმა გადაარჩენს
6 / 10
მიუხედავად ამისა, ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ ამაზონის ტყეებში ხანძრის გაჩენა უარყო
7 / 10
თუმცა მთავრობის მონაცემები, რომლებშიც ათასობით ხანძრის კერაზეა საუბარი, საპირისპიროზე მეტყველებს
8 / 10
2019 წელს, როდესაც მსოფლიოს ეკოლოგიურმა საზოგადოებამ განგაში ატეხა მასშტაბური ტყის ხანძრების გამო, ბოლსონარუ ასევე უარყოფდა პრობლემის არსებობის
9 / 10
ამან დაძაბულობა გამოიწვია მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანასთან, განსაკუთრებით საფრანგეთთან
10 / 10
ექსპერტების მონაცემებით, ხანძრები ნამდვილად არ არის ბუნებრივი მოვლენა, მათი გაჩენა ადამიანების ბრალია, რომლებიც ანადგურებენ ტყეებს სოფლის მეურნეობისათვის ადგილის გასათავისუფლებლად