COVID-19 - ბოლო ცნობები

COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა სომხეთში 41 ათასს გადააჭარბა

სომხეთში კორონავირუსის გავრცელება მცირდება, მაგრამ ხელისუფლება მოსახლეობას პერიოდულად რეკომენდაციების მკაცრი დაცვისკენ ისევ მოუწოდებს.
Sputnik

თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა სომხეთში 41023-მდე გაიზარდა, იუწყება „Sputnik–სომხეთი“ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრის მონაცემებზე დაყრდნობით.

ინფიცირებულთა ყოველდღიურმა ზრდამ 229 ადამიანი შეადგინა.

სომხეთში საგანგებო მდგომარეობა გახანგრძლივდა

საერთო ჯამში, კოროვირუსით გამოწვეული გართულებების გამო სომხეთში 809 ადამიანი გარდაიცვალა (გასული დღე-ღამის განმავლობაში – 3). სხვა მიზეზებით გარდაცვლილი კორონავირუსით დაავადებული პაციენტების რიცხვი 238-ია.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაა 33 897. მკურნალობის კურსს 6 079 ადამიანი გადის. ჩატარებული ტესტების საერთო რაოდენობა კი 180497-ია.

სომხეთში საგანგებო მდგომარეობა, რომელიც მარტიდან მოქმედებს, 11 სექტემბერამდე გახანგრძლივდა.