COVID-19 - ბოლო ცნობები

სომხეთში საგანგებო მდგომარეობა გახანგრძლივდა

სომხეთში საგანგებო მდგომარეობა 16 მარტიდან, ხუთი თვეა მოქმედებს. ხელისუფლება ირწმუნება, რომ ის უკანასკნელად გახანგრძლივდა.
Sputnik

თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. სომხეთში საგანგებო მდგომარეობა 11 სექტემბრამდე გაგრძელდება. ეს გადაწყვეტილება ოთხშაბათს ქვეყნის მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს, იტყობინება „Sputnik–სომხეთი“.

იუსტიციის მინისტრმა რუსტამ ბადასიანმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან, მიუხედავად ახალი შემთხვევების რაოდენობის შემცირებისა, სომხეთში COVID-19-ით გარდაცვალების მაჩვენებელი მაღალია.

სომხეთში კორონავირუსის შემთხვევებმა 40 ათასს გადააჭარბა

ამავე დროს მან თქვა, რომ გარკვეული შეზღუდვები გადაიხედება. საქმე ეხება უცხოელი მოქალაქეების სომხეთში შესვლას, მასობრივი შეხვედრების ჩატარებას. დაიშვება ღონისძიებების ჩატარება სოციალური დისტანციისა და ნიღბის ტარების გათვალისწინებით.

ასევე დასაშვებია ოჯახური შეკრებები, მაგრამ მონაწილეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 40 ადამიანს. სავალდებულო იქნება კომენდანტურის წესების დაცვაც.

ბადასიანის მოხსენებისა და განხილვის შემდეგ მინისტრთა კაბინეტმა გადაწყვეტილების პროექტი ერთხმად მიიღო. დოკუმენტი დღესვე ეროვნული ასამბლეის სპეციალურ სხდომაზე განიხილება.