თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. გუშინ, ღამით საქართველოში ორი მიწისძვრა დაფიქსირდა, იუწყება სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.
თავდაპირველად 3,5 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 23:21 საათზე სოფელ ფარავანთან, წალკიდან 21 კილომეტრში დაფიქსირდა. ეპიცენტრი 5 კილომეტრის სიღრმეში იყო.
36 წუთის შემდეგ, 23:57 საათზე პრაქტიკულად იმავე ადგილზე, სოფელ ფარავანში, წალკიდან 18 კილომეტრში 3,2 მაგნიტუდის განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა, რომლის ეპიცენტრი 10 კილომეტრის სიღრმეში იყო.
ინფორმაცია მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.